სტუდენტები, რომლებმაც სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონული პორტალის საშუალებით (https://emis.ge/newss/2028/) მოიპოვეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოსვლის უფლება, მომართავენ უნივერსიტეტს რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში (ბრძ: №147/01-01, 25.08.2021)
მობილობის ვადები:
პროცედურული ვადები:
დოკუმენტაციის მიღება – 3– 8 სექტემბერი;
უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება – 9 - 13 სექტემბერი;
სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და წერილობითი განცხადებით დადასტურება
(თანხმობა/უარი) – 14-15 სექტემბერი;
საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა – 16 სექტემბერი;
მობილობით ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელეტქრონულად ასახვა - 17 სექტემბერი.
საგამოცდო ვადები (უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველი დოქტორანტებისთვის)
უცხო ენის გამოცდა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) – 7 სექტემბერი;
გამოცდის შედეგების გამოცხადება –9 სექტემბერი;
გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 10 სექტემბერი;
აპელაციის შედეგების გამოცხადება - 13 სექტემბერი;
გასაუბრება სპეციალობაში - 13-14 სექტემბერი.
ვაკანტური ადგილები:
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ თსუ-ს რექტორის ბრძანება (ბრძ: №119/01-01, 23.07.2021)
მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:
მობილობის პროცესში მონაწილე სტუდენტი ვალდებულია დადგენილ ვადებში შესაბამის ფაკულტეტზე წარადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული შემდეგი დოკუმენტები:
განცხადება;
სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი;
პირადობის მოწმობის ასლი;
წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
სტუდენტის სასწავლო ბარათი;
უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - „CERTUS“-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საბუთების მიღება განხორციელდება დისტანციურად ელექტრონულ მისამართზე: asmat.akhaladze@tsu.ge
ნათია მონიავა სასწავლო პროცესის სამსახურის უფროსის მოადგილე
ტელეფონი: 558135989